საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვესტუმრეთ;

12 March 2022, Saturday 387

ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გასააქტიურებლად მოლაპარაკებები გავმართეთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, დევი ხვედელიანს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მარიკა ზვიადაძესა და ნინო ჟიჟილაშვილს მადლობას ვუხდით დიდი ინტერესის გამოხატვისთვის.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონში ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი 1022 წლის 16 იანვარს დაარსდა და წელს მას 100 წელი შეუსრულდა. ამჟამად უნივერსიტეტში 23 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტები.

სტუ-ში 12 ფაკულტეტია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია